საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ყოველწლიური იმიტირებული შეჯიბრი საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს შერჩევას ვილემ ს. ვის-ის სახელობის ყოველწლიური იმიტირებული შეჯიბრისთვის საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟში. შერჩეული წევრებისგან დაკომპლექტდება 4-კაციანი გუნდი, რომელიც იასპარეზებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით. ვის მუთის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, რიგით 29-ე შეჯიბრის ძირითადი ღონისძიება ვირტუალური ფორმატით წარიმართება.  


შერჩევის მიზნებისთვის, დაინტერესებულმა პირებმა CV-სა და სამოტივაციო წერილის  გამოგზავნა უნდა უზრუნველყონ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vismoot@tsu.ge 
დოკუმენტების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2021 წლის 14 ოქტომბერი. სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 200 სიტყვისა) უნდა შესრულდეს ინგლისურ ენაზე, ხოლო  CV დასაშვებია როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე. შერჩეულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება, რომლის ფორმატისა და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაციაც გეცნობებათ დამატებით, CV-ში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართებზე.


დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ საკონტაქტო ნომერზე: 598 387 384 

თარიღი: 06/10/2021